ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოფელ წნელისში ოსური დროშა აღმართეს

31 აგვისტო, 2019 • 2320
სოფელ წნელისში ოსური დროშა აღმართეს

ოსური მედიის ცნობით, სოფელ წნელისში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა აღმართეს.

როგორც ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, სოფლის მთელ პერიმეტრზე მესაზღვრეები განთავსდებიან, პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის დავალებით, რომელიც სოფელში მოსახლეობას შეხვდა და ჰუმანიტარული ოპერაცია დააანონსა.

29 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ სოფელ ერგნეთში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრაზე პირობა დააყენა, რომ პარასკევს, დილის 6 საათამდე სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის ახალი პოსტი გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში “მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველანაირი ზომა და მოსახლეობის დასაცავად ყველა საშუალება იქნება გამოყენებული”. ქართულმა მხარემ ეს პირობა არ შეასრულა.

30 აგვისტოს კი, სოფელ ჩორჩანაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ შსს-ს საგუშაგო ადგილზე დარჩება, შემდეგი შეხვედრა კი მომავალ კვირას გაიმართება.

რა ხდება ჩორჩანასთან? – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი