ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოვუწოდებთ მხარეებს, თავიდან აირიდონ ესკალაცია – სახელმწიფო დეპარტამენტი

30 აგვისტო, 2019 • 1674
მოვუწოდებთ მხარეებს, თავიდან აირიდონ ესკალაცია – სახელმწიფო დეპარტამენტი

სოფელ ჩორჩანის საგუშაგოს ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. უწყება ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და ვითარების გასანეიტრალებლად შესაბამის ფორმატებში მუშაობა განაგრძონ.

“ამერიკის შეერთებული შტატები თვალს ადევნებს ცნობებს სამხედრო ძალის ზრდასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და იმუშაონ ევროპული სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მეშვეობით, ვითარების გასანეიტრალებლად. აგრეთვე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული არხი, ადმინისტრაციულ ხაზთან ვითარების შემდგომი ესკალაციის ასარიდებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დაძაბულობა, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს, ადგილზე ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებას მოჰყვა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მტკიცებით, ქართველი სამართალდამცავები წნელისში(ამჟამად ოკუპირებულ სოფელში) იმყოფებიან. ქართული მხარე კი ამბობს, რომ საგუშაგო ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანასთან მდებარეობს და მის დაშლას არ აპირებს.

ოსური მხარე სოფელ წნელისში ბლოკპოსტის განთავსებას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი