radio azadlyg-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მტკიცებისა და განცხადებების მიუხედავად, ბევრი სავალუტო პუნქტი არ ყიდულობდა და არ ყიდიდა ვალუტას ახალი კურსით. დღეს ვალუტის გადაცვლა “კაპიტალ” ბანკის ცენტრალურ ოფისში ხორციელდებოდა, თუმცა ბანკის წინ დიდი რიგი იდგა. 

 

სავალუტო პუნქტებში აცხადებენ, რომ გადაცვლას იმიტომ არ ახორციელებენ, რომ არ არის ფული, ან არ მიუღიათ შესაბამისი მითითება.


გამოცემის ინფორმაციით, ანალოგიური ვითარებაა ფულად გზავნილებთან დაკავშირებით,- ადამიანებს არ შეუძლიათ მიიღონ ან გაგზავნონ ფულადი გზავნილი. 

 

ფინანსური პრობლემები აზერბაიჯანში 21 თებერვალს დაიწყო, – მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ნაციონალური ვალუტა მანათი 33,5%-ით გააუფასურა. 

 

ამასთან, 23 თებერვალს აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ათმა ვალუტის გადამცვლელ პუნქტმა ვალუტის გადაცვლის წესები დაარღვია და მათი ლიცენზიები ლიკვიდირებულია. 

 

24 თებერვლის გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 1,0501 მანათს შეადგენს.


 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

   


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *