ახალი ამბები

როგორც ჩანს, პუტინს ნაყინის საკუთარი გამყიდველი ჰყავს – მედუზა

28 აგვისტო, 2019 • 1238
როგორც ჩანს, პუტინს ნაყინის საკუთარი გამყიდველი ჰყავს – მედუზა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ნაყინით გაუმასპინძლდა. პუტინმა ნაყინი ქუჩაში იყიდა და თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადა. თუმცა, როგორც “მედუზა” წერს, მსგავსი რამ რუსეთის პრეზიდენტს 2017 წელს უკვე გაუკეთებია და მაშინაც, იმავე ადგილას და იმავე გამყიდველისგან შეუძენია ნაყინი.

პუტინი ნაყინს ყიდულობს 2019 წელს:

პუტინი ნაყინს ყიდულობს 2017 წელს:

როგორც გამოცემა წერს, პუტინს ერთი და იგივე ადამიანები ხშირად ახლავს თან. მაგალითად, 2016 წელს რუსეთის პრეზიდენტი მეთევზეებს შეხვდა, იგივე ადამიანები რუსულმა მედიამ 2017 წელს საშობაო წირვაზეც შენიშნა, რომელსაც პუტინი ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი