ახალი ამბები

“ღირსების მარში” უკრაინაში [ფოტო]

22 თებერვალი, 2015 • 996
“ღირსების მარში” უკრაინაში [ფოტო]

მთავრ მარშს, რომელიც კიევში გაიმართა, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ევროპის ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ, მათ შორის იყო დელეგაცია საქართველოდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. 

 

„როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა შენი მეგობრების წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ იდგე მათ გვერდით; მტკიცედ იდგე უკრაინის და სხვა ერთა თავისუფალი არჩევანის გვერდით, რასაც დღეს ქართველები და არა მარტო ქართველები – სხვა თავისუფლების მოყვარული ერები ვაფიქსირებთ ლიდერების დონეზე,”– პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “ღირსების მარშზე”.

 

მარშის მიმდინარეობისას კიევში პარაკლისიც გადაიხადეს, სადაც პატივი მიაგეს 1 წლის წინ მოკლულ აქციის მონაწილეებს. მარში კიევის გარდა კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

 

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვში მარშის დაწყებისას მომხდარმა აფეთქებამ 2 ადამიანი შეიწირა, 10–ზე მეტი კი – დაშავდა. მოწყობილობა მაშინ აფეთქდა, როდესაც აქციის მონაწილეები ეროვნული ერთიანობის მარში მონაწილეობის მისაღებად სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ. დაღუპულთა შორის არის პოლიციელიც.

 

ხარკოვისგან განსხვავებით, კიევში “ღირსების მარშმა” მშვიდობიანად ჩაიარა.

 

”ღირსების მარში’ კიევში 22.02.2015 © EPA

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო საჯარო პარაკლისზე
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო საჯარო პარაკლისზე ‘ღირსების მარშის’ მიმდინარეობისას 22.02.2015 © EPA

‘ღირსების მარში’ კიევში 22.02.2015 © EPA

ადამიანები ხელში ხის ჯვრებით პატივს მიაგებენ 1 წლის წინ კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ხსოვნას. პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა 22.02.2015 © EPA
ადამიანები ხელში ხის ჯვრებით პატივს მიაგებენ 1 წლის წინ კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ხსოვნას. პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა 22.02.2015 © EPA

სასწრაფო დახმარების მანქანა დგას აფეთქების დროს დაღუპულ მარშის მონაწილესთან. აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვში მარშის დროს აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა 22.02.2015 © EPA
სასწრაფო დახმარების მანქანა დგას აფეთქების დროს დაღუპულ მარშის მონაწილესთან. აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვში მარშის დროს აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა 22.02.2015 © EPA

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი