ახალი ამბები

2018 წელს სასტუმროების რაოდენობა 2.8%-ით გაიზარდა

27 აგვისტო, 2019 • 791
2018 წელს სასტუმროების რაოდენობა 2.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით საქართველოში სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა 2.8%-ით არის გაზრდილი და, ჯამში, 1 639-ს შეადგენს. საქართველოში არსებულ სასტუმროები, ჯამში, 19 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

გასულ წელს  სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების რაოდენობა დაახლოებით 72 ათასი იყო, რაც 2017 წლის მონაცემებს 8.6%-ით აღემატება. 2018 წელს სასტუმროები დაახლოებით 3. 6 მლნ  სტუმარს მოემსახურა. 2017 წელთან შედარებით ზრდა 8.4%-ია.

წყარო: საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 19 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობა, 57.6% ქალები არიან. 2017 წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა  თითქმის 2000 ათასით არის გაზრდილი.

წყარო: საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი