ატენში, რაზმათის ხეობაში წიწვოვანი ხეები იწვის. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
როგორც საგანგებოში აღნიშნავენ, უწყებაში შეტყობინება ძლიერი დაკვამლიანებისა და ცეცლის შესახებ შევიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გავიდა გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიწიპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ხანძრის ქრობაში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.