გადაცამის ავტორის და წამყვანის ინგა გრიგოლიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური შეუძლოდ გახდა და ამიტომ ვერ მიიღო გადაცემაში მონაწილეობა. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის წარმომადგენელს და მისი თქმით, გომელაურის გადაცემაში მიუსვლელობის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად მას შემდეგ დაინიშნა, რაც ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 23 იანვარს მიმართა. დღევანდელი ეთერი ვახტანგ გომელაურის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ უნდა ყოფილიყო პირდაპირი ეთერის ფორმატში.
