ახალი ამბები

„ის იმყოფება კერძო სტატუსით“ – სამინისტრო გერმანელი დეპუტატის აფხაზეთში ჩასვლაზე

25 აგვისტო, 2019 • 1450
„ის იმყოფება კერძო სტატუსით“ – სამინისტრო გერმანელი დეპუტატის აფხაზეთში ჩასვლაზე

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი დამკვირვებლის სტატუსით ესწრება.

კონსტანტინიდის თქმით, ეს პირი კერძო სტატუსით იმყოფება აფხაზეთში და მას დამკვირვებლის ნებართვა ან უწყება საკანონმდებლო ორგანოდან არ აქვს.

“აფხაზურ პრესაში ვრცელედებოდა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ელოდებოდნენ. მოგეხსენებათ საოკუპაციო ძალა და საოუკუპაციო რეჟიმები ცდილობენ კერძო პირების, გავლენის აგენტების, სატელიტების ჩაყვანას ოკუპირებულ რეგიონებში და მათი საერთაშორისო დამკვირვებლებად გასაღებით ცდილობენ  პროცესს გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ. გვაქვს ინფორმაცია ერთ პირზე, რომელიც წარმოადგენს ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა ის კერძო სტატუსით იმყოფება და მას რაიმე სახის რწმუნება ან ნებართვა არ აქვს იმ უწყებიდან, სადაც ის მუშაობს,” – აცხადებს კონსტანტინიდი.

დღეს, აფხაზეთში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი ულტრამემარჯვენე პარტიიდან ალტერნატივა გერმანიისთვის წარმომადგენელი შტეფან კეუტერი, ბერლინის რეგიოონული პარლამენტის წევრი გუნერ ლინდმენი და ავსტიირს ანალიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი პატრიკ პოპელი იმყოფებოდნენ. სამივე “ყირიმის მეგობართა ლიგის” წევრები არიან.

როგორც ისინი ამბობენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ტარდება. მათივე განცხადებით, ყველაფერი რაც არჩევნების მიმდინარეობისას ნახეს საკუთარ დასკვნაში ასახევენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 25 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოსკოვის დროით დილის 8 საათიდან აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის გალის რაიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე აქ [ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში] გამართულ არჩევნებს არ ცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი