ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ახალგორში ვიზიტამდე შიმშილს ვიწყებ – მეარაყიშვილი

25 აგვისტო, 2019 • 1087
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ახალგორში ვიზიტამდე შიმშილს ვიწყებ – მეარაყიშვილი

“სექტემბრის თვეში ჩვენს რაიონში დაგეგმილია გეგმიური ვიზიტი ჟენევის თანათავმჯდომარეებისა. მათ ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე შიმშილობის აქციას დავიწყებ- ყურადღების მიპყრობის მიზნით, რომ მოხდეს ჩემთან შეხვედრა . მომავალ კვირას ვიდეო მიმართვასაც გავავრცელებ”, – წერს თამარ მეარაყიშვილი, ახალგორელი აქტივისტი, რომელსაც აქტივიზმის გამო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დევნიან.

16 აგვისტოს ორი წელი გახდა, რაც ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. მეარაყიშვილს დღემდე თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული აქვს [ყველა საბუთი ჩამოართვეს] და, ფაქტიურად, შინაპატიმრობაში იმყოფება. შემდეგი ნაბიჯი მისი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიმართვა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი