ახალი ამბები

ახალსოფელთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა ჩაერთო

25 აგვისტო, 2019 • 717
ახალსოფელთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა ჩაერთო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყვარელში, სოფელ ახალსოფელთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო.

პარალელურ რეჟიმში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სამი ვერტმფრენით ცდილობენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ტყეში გზის გაყვანა, რათა ღია კერებთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გამოიყენონ. ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

სოფელ ახალსოფელთან, ტყეში ხანძრის ჩაქრობა უკვე მეორე დღეა ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, რთული, კლდოვანი რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო მანქანები ვერ შედიან, რის გამოც ხანძრის ქრობის პროცესი ცოცხალი ძალით მიმდინარეობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი