ახალი ამბები

ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში არმია ჩაერთვება

24 აგვისტო, 2019 • 2068
ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში არმია ჩაერთვება

ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს განცხადებით, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ბრაზიის არმია ჩაერთვება.

მანამდე  ქვეყნის პრეზიდენტმა  ამბობდა, რომ ამაზონის ტყეში გაჩენილ მასშტაბურ ხანძართან ბრძოლისთვის ქვეყანას რესურსები არ აქვს. მისივე თქმით, ტყის ხანძრები მთელს მსოფლიოში არსებობს და ამის გამო რომელიმე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების სამიზნე არ უნდა გახდეს.

სხვდასხვა ქვეყნები ღიად დაემუქრნენ ბრაზილიას ეკონომიკური სანქციებით თუ ის ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად არ იმოქმედებდა. საფრანგეთმა და ირლანდიამ ოფიციალურად განაცხადეს, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება არ მოხდებოდა. გარდა ამისა, ფინეთის ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა წევრ ქვეყნებში ბრაზილური საქონლის ხორცის ექსპორტის აკრძალვა განეხილა.

გარემოსდამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ამაზონის ტყის გადასარჩენად მუშაობენ, ვითარების გაუარესებაში ქვეყნის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს და მთავრობას ადანაშაულებენ. მათი თქმით, პრეზიდენტმა, რომელმაც პოსტი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა, გარემოს დაცვის კონტროლი შეამსუბუქა, ტყის გადარჩენის ნაცვლად კი ბიზნესის ინტერესების სამსახურში ჩადგა. ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უწყობს ხელს ფერმერებსა და სხვებს, საკუთარი საქმიანობისათვის ამაზონის ტერიტორიები “გაასუფთაონ”.

ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების ინტენსივობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ქვეყნის კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ჯუნგლებში, რომელიც მილიონამდე ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელიცაა, ხანძართა რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი