პოლიციამ თბილისში “საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა 22 აგვისტოს მუხიანში მოხდა. უწყების თანახმად, პირი ექსპრეს-ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ამბობენ შსს-ში.
გამოძიება ყაჩაღობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარების მუხლებით მიმდინარეობს.