ახალი ამბები

უცნობია, რის შეფარდებას მოითხოვს პროკურატურა ავთო წერეთლისთვის

22 აგვისტო, 2019 • 659
უცნობია, რის შეფარდებას მოითხოვს პროკურატურა ავთო წერეთლისთვის

ჯერჯერობით უცნობია, აღკვეთის რა ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის.

პროკურატურამ 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ავთანდილ წერეთელს — ტვ პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამას — ბრალს წარუდგენენ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავთანდილ წერეთელი 22 აგვისტოს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, აღკვეთის რა ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა, უწყების პრესსამსახურში უპასუხეს, რომ პროკურორი თავად განმარტავს პროცესზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი