ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საუბარი იმაზე, რომ აფხაზური სოფელი აიბღა რუსეთს მიეკუთვნება, არასწორია – აფხაზი მინისტრი

22 აგვისტო, 2019 • 2247
საუბარი იმაზე, რომ აფხაზური სოფელი აიბღა რუსეთს მიეკუთვნება, არასწორია – აფხაზი მინისტრი

დაურ კოვე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეხოკავკაზასთან საუბარში სოფელ აიბღას შესახებ ქართული მხარის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აფხაზეთისა და რუსეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის განხილვა მხოლოდ ამ ორის კომპეტენციაშია.

“კომისია მუშაობას აგრძელებს ამ კუთხით და სამუშაო ჯერ არ არის დასრულებული. ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ აიბღა რუსეთს მიეკუთვნება, არასწორია, დეზინფორმაციაა. მეტსაც გეტყვით, აიბღას დასახლებული პუნქტი რუსეთის ტერიტორიაზეც მდებარეობს. და თუკი ის რუსეთის რეესტრის ბაზაში ხვდება, ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება აიბღას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ის ჩვენი იურისდიქციის ქვეშაა, ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს”.

ქართული მხარის მიერ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება კი, როგორც კოვე ამბობს, შიდაპოლიტიკური პროცესების ნაწილია, სადაც ვაჭრობა აფხაზური საკითხითაც მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სოფელი აიბღა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე მდებარეობს, რუსეთის რეესტრის ბაზაშია. აღნიშნულ ინფორმაციას ქართული მხარე, კერძოდ, საგარეო უწყება და შერიგების სამინისტროც გამოეხმაურა და რუსეთი უკანონო ქმედებებში, საქართველოს ოკუპაციასა და ანექსიაში დაადანაშაულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი