ახალი ამბები

პრეზიდენტს Spend Your Summer in Georgia-ში უფრო აქტიურად ჩართვა სურს

21 აგვისტო, 2019 • 1294
პრეზიდენტს Spend Your Summer in Georgia-ში უფრო აქტიურად ჩართვა სურს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდების ინიციატივა საჭირო და მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა და სურვილი გამოთქვა კამპანიაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყოველი საერთაშორისო ვიზიტის დროს, პრეზიდენტი პირადად ხვდება უცხოეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს და ამიერიდან, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, სტუდენტები საკუთარ უნივერსიტეტებში შექმნიან საინფორმაციო ბაზას, რომელიც უცხოელ სტუდენდებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. ასევე, სალომე ზურაბიშვილი მზადაა, ყოველი საერთაშორისო ტრიბუნიდან ხმამაღლა გააჟღეროს მოწვევა, რათა უცხოელმა დიპლომატებს თუ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გაუჩნდეთ სურვილი, საქართველოში გაატარონ ზაფხული, შემოდგომა თუ სხვა ნებისმიერი სეზონი.

პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სანამ სხვებს მოუწოდებდა, მან და მისი ოჯახის წევრებმა უკვე დაიწყოს კამპანიის მხარდაჭერა – მისი შვილები და რძალი შვებულებას საქართველოში ატარებენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სოციალური კამპანიის საინიციატივო ჯგუფის წევრები – მარიამ გუჯაბიძე და მარიამ ჯობავა ვილნიუსში და პარიზში დაგეგმილ ვიზიტებზე მიიწვია. Spend your summer in Georgia-ს აქტივისტებმა სალომე ზურაბიშვილს გააცნეს ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც კამპანია 4 სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.

Spend your summer in Georgia-ს ამ დროისთვის სოციალურ ქსელში 280 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი