ახალი ამბები

საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას გამოიწვევს — ომბუდსმენი რ2-დან მელაძის გათავისუფლებაზე

20 აგვისტო, 2019 • 1173
საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას გამოიწვევს — ომბუდსმენი რ2-დან მელაძის  გათავისუფლებაზე

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ თუ „რუსთავი 2“-ის გათავისუფლებული ჟურნალისტები მიმართავენ, ის მზად არის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს ინდივიდუალური შემთხვევები, გაეცნოს და შეაფასოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, შრომითი ხელშეკრულებების ჩათვლით „იქიდან გამომდინარე, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების გათავისუფლება შესაძლოა მათ განსხვავებულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს“.

20 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ თქვა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლებულია. ამასთან, გათავისუფლდებიან წამყვანები, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს და ნანუკა ჟორჟოლიანი; ასევე, გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი.

20 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-დან რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს ან ათავისუფლებენ. სახალხო დამცველის თანახმად, თუკი შრომითი კონტრაქტები უწყდებათ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს და წამყვანი თოქ-შოუების ჟურნალისტებს, ეს ბუნებრივად გამოიწვევს არხის საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას.

ნახეთ ასევე:

სალია მელაძეს, გაბუნიას, კვესიტაძეს და სხვებს R2-დან ათავისუფლებს

მასალების გადაბეჭდვის წესი