ახალი ამბები

ავტოავარია ბახმაროს გზაზე – დაშავდა 2 პირი

19 აგვისტო, 2019 • 1105
ავტოავარია ბახმაროს გზაზე – დაშავდა 2 პირი

ბახმაროს გზაზე ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შემთხვევა დღეს, 19 აგვისტოს მოხდა. ავტომანქანა, რომელშიც სამი პირი იმყოფებოდა, გზაზე მოსრიალდა და ამოტრიალდა. შსს-ს ცნობით, ორმა მგზავრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი