ახალი ამბები

შემოწმებული 95 კლინიკიდან 38-ში დარღვევა დაფიქსირდა – ჯანდაცვის სამინისტრო

19 აგვისტო, 2019 • 1100
შემოწმებული 95 კლინიკიდან 38-ში დარღვევა დაფიქსირდა – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შემოწმებული 95 კლინიკიდან 38-ში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა. ოქმები, მათ შორის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობას ეხებოდა.

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ზაალ კაპანაძის თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში დაღვევები სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. ძირითადად კი ეს ეხებოდა დეზინფექცია-სტერტილიზაციისა და ექიმების ნებართვას. პრესკონერენაციაზე კაპანაძემ განმარტა, რომ ადგილზე მომუშავე ექიმების ნაწილი სერტიფიცირებული არ იყო.

მისივე თქმით, კლინიკებს დარღვევების გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცათ, მანამდე კი სამინისტრო ამ დაწესებულებების სახელებს არ ასახელებს.

ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად და წინასწარი გაფრთხილების გარეშე ყვეა რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება.

თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის სპეციფიური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრხოების საფუძველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი