ახალი ამბები

თბილისში ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა – შსს

19 აგვისტო, 2019 • 818
თბილისში ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა – შსს

18 აგვისტოს ღამით თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ორი ავტომობილი ერთმანეთს აღმაშენებლის ხეივანში შეეჯახა. დაშავებულები, სხვადასხვა დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი