ახალი ამბებიხელოვნება

ნინო ხარატიშვილს გერმანიაში შილერის მემორიალურ პრიზს გადასცემენ

16 აგვისტო, 2019 • 6676
ნინო ხარატიშვილს გერმანიაში შილერის მემორიალურ პრიზს გადასცემენ

ბადენ ვიურტემ-ბერგის მხარე შილერის მემორიალური პრიზით გერმანიაში მოღვაზე წარმოშობით ქართველ მწერალ ნინო ხარატიშვილს აჯილდოებს.

როგორც ბადენ ვიურტემ-ბერგის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შილერის მემორიალური პრიზი გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდოა.

სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ნინო ხარატიშვილი გერმანულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია და არა მხოლოდ მისი თაობის. მისი ნამუშევრები კი კარგად წარმოაჩენს, თუ რა შეუძლია ლიტერატურას, როდესაც ის სოციალური კონფლიქტების ასახვას ცდილობს.

ჟიურის შეფასებით, ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული ნამუშევრები მრავალსახოვანია, მაღალი ესთეტიკური და ლინგვისტური ღირებულება აქვს, ქალიც პერსპექტივიდან ასახავს მიგრაციას და მისგან მიყენებულ ფსიქოლოგიურ ზიანს.

პრიზთან ერთად ხარატიშვილი 25 000 ევროს ოდენობით ფულად ჯილდოსაც მიიღებს.

დაჯილდოების ცერემონია 14 ნოემბერს შტუტგარტში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი