ახალი ამბები

უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას – უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი გუგუტიანთკარში

16 აგვისტო, 2019 • 936
უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას – უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი გუგუტიანთკარში

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის, ბოგდან პეტროვის თქმით, რომელიც დღეს სოფელ გუგუტიანში იმყოფებოდა, უკრაინა საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.

“ახლახან ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის მე-11 წლისთავი. დღეს კი საოკუპაციო ხაზზე ვდგავართ და სწორედ ამ წუთებში რუსეთის აგრესიული ძალები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ოკუპაციას.

მინდა ვთქვა, რომ უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს საქართველოდან და უკრაინიდან რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანასა და ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას,“- ამბობ ბოდგან პეტროვი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რათა სიტუაციას ადგილე გასცნობოდნენ.

15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი განაახლა. შედეგად საოკუპაციო ხაზს მიღმა ექცევა რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები. მათ ტერიტორიის დასაცლელად სამდღიანი ვადა მიეცათ.

ვრცლად ამ თემაზე:

გუგუტიანთკარში დიპლომატები ჩავიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი