ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საფრანგეთის ელჩი აზერბაიჯანში: ფრანგული კომპანიები აზერბაიჯანშიც წარმატებულად იმუშავებენ

16 თებერვალი, 2015 •
საფრანგეთის ელჩი აზერბაიჯანში: ფრანგული კომპანიები აზერბაიჯანშიც წარმატებულად იმუშავებენ

“700-ზე მეტი ფრანგული კომპანია აწარმოაებს საკუთარ საქმიანობას თურქეთში. ეს ნიშნავს, რომ ისინი თურქ პარტნიორებთან ერთად, ეფექტურად მუშაობას აზერბაიჯანშიც შეძლებენ”, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა, წერს “ეხოკავკაზა” აზერბაიჯანულ გამოცემა “ტრენდზე” დაყრდნობით.


მონიეს თქმით, აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო, თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და ფრანკო-აზერბაიჯანულ სავაჭრო პალატასთან ერთად, მაისის ბოლოს ბაქოში სემინარს ჩაატარებს. სემინარის ფარგლებში, დღის წესრიგში დადგება საკითხი აზერბაიჯანის ბაზარზე თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

 

დღეისთვის, ფრანგული კომპანიები აზერბაიჯანში მხოლოდ გაზისა და ნავთობის სფეროში (Total, GDF-Suez, Air Liquide) და აღჭურვილობების წარმოების სფეროში (Schlumberger, Nexans) მუშაობენ. საფრანგეთის ელჩმა აზერბაიჯანში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ფრანგული კომპანიები ახორციელებენ ასევე საპროექტო სამუშაოებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გასანახლებლად.



 მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი