ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ს საელჩო გუგუტიანთკარში მავთულხართების მონტაჟს ეხმიანება

15 აგვისტო, 2019 • 1402
აშშ-ს საელჩო გუგუტიანთკარში მავთულხართების მონტაჟს ეხმიანება

აშშ-ის საელჩო თბილისში განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად.

საელჩოში აღნიშნავენ, რომ ბორდერიზაციის პროცესი საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს რომ გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე:

“ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ვინაიდან აზიანებს სასიცოცხლო საშუალებებს და აფერხებს ხალხისა და საქონლის გადაადგილებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიმოსვლა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების ვალდებულებისამებრ” – აცხადებენ საელჩოში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება განაახლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი