ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საკრებულოს წევრი: რუსებს ვთხოვე, წყლის რეზერვუარი არ შემოეღობათ და კი ბატონოო

15 აგვისტო, 2019 • 1062
საკრებულოს წევრი: რუსებს ვთხოვე, წყლის რეზერვუარი არ შემოეღობათ და კი ბატონოო

საკრებულოს წევრმა, მერაბ მახარაშვილმა, რომელიც დღეს, 15 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი მარაგდება, შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გავლების დროს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დატოვონ.

“ეს რეზერვუარი ყვება იქით და თუ შესაძლებელია, არ შემოღობოთ და ხალხმა ისარგებლოს – მეთქი ამით, და კი ბატონოო” , – აცხადებს საკრებულოს წევრი, რომელიც ასევე ქართულ მედიასთან საუბარში ვერ აკონკრეტებს, მავთულხლართების შემოვლების პროცესის განახლებისას რა ფართობის ტერიტორია მოყვება ცხინვალისა და რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.

“ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული”, – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი