ახალი ამბები

ანაკლიის წინააღმდეგ ნაბიჯები ნიშნავს, რომ პროექტი ივანიშვილს რუსებისთვის უნდა – გოცირიძე

15 აგვისტო, 2019 • 1144
ანაკლიის წინააღმდეგ ნაბიჯები ნიშნავს, რომ პროექტი ივანიშვილს რუსებისთვის უნდა – გოცირიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, პარლამენტარი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი ნიშნავს, რომ აღნიშნული პროექტი ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის უნდა.

“ანაკლიის დასამარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მათ შორის, თიბისის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ფაქტობრივი, შინაპატიმრობა და ასევე ყველა ის განცხადება, რომელიც კეთდებოდა ხელისუფლების მხრიდან – ეს ნიშნავდა, რომ ანაკლიის პროექტი დასავლელი ინვესტორების მონაწილეობით არ აწყობდა ბიძინა ივანიშვილს, ეს პროექტი მას რუსებისთვის უნდა,“ – ამბობს რომან გოცირიძე.

დღეს 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა კომპანია “კონტი ჯგუფმა” ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. “კონტი ჯგუფი”  ქართულ “თიბისი ჯგუფთან ერთად” ერთ-ერთი დამფუძნებელია ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა, რომელიც მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

ამერიკული “კონტი ჯგუფი” ანაკლიის კონსორციუმს ტოვებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი