გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირი მის მიერვე დამზადებული ყალბი ოფიციალური ხელშეკრულებების გამოყენებით თბილისსა და რუსთავში მდებარე სხვადასხვა მაღაზიიდან, სამსახურებრივი საჭიროების მოტივით, თაღლითურად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულმა მობილური ტელეფონების გაყიდა და აღებული თანხა მიისაკუთრა. გამოძიების ცნობით, აღნიშნული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მომსახურების სააგენტოს მომარაგების განყოფილების წამყვან სპეციალისტს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.