ქართული და აფხაზური მხარეები აფხაზეთის ომის 27 წლისთავს სამგლოვიარო ცერემონიალებით აღნიშნავენ

დღეს, 14 აგვისტოს, თბილისსა და სოხუმში ოფიციალური პირები და მოქალაქეები აფხაზეთში ომის დაწყებიდან 27 წლისთავს სამგლოვიარო ცერემონიალებით აღნიშნავენ.

„მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და ჩვენ არასდროს  უნდა დავუშვათ, რომ სისხლი იღვრებოდეს და ადამიანებს ასე სტკიოდეთ“ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 27 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან განაცხადა

“ეს ტკივილი დღეს ათასობით  ადამიანს აწუხებს, ვინც ახლობელი დაკარგა, მათ შორის მავთულხლართებს იქითაც, რადგან ტკივილი ყველას ერთნაირად გვტკივა. წლიდან წლამდე კიდევ უფრო აშკარა ხდება ერთი რამ – ვითარება, რომელიც კონფლიქტის შედეგად შეიქმნა, არცერთ ჩვენგანს არ აწყობს. ამით სულ სხვა ძალა ხეირობს. ამიტომ დიალოგს, კომუნიკაციას, მომავალზე საუბარს არანაირი ალტერნატივა არ აქვს. 

მინდა მჯეროდეს, რომ დღეს აფხაზურ საზოგადოებაშიც მეტ ადამიანს ესმის ამის აუცილებლობა და ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, დაფასებული იქნება. ჩვენი მხრიდანაც დიდი ხანია არსებობს მზაობა და სურვილი დიალოგისა. ბუნებრივია, ეს აპოლიტიკურია, ვერ გადაკვეთს წითელ ხაზებს, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია,  მაგრამ სივრცე ასეთი საუბრისა და დიალოგისთვის ძალიან დიდია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გზები და წინადადებები გვაქვს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რატომ დაიწყო ომი აფხაზეთში?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი