ახალი ამბები

ტვ “პირველი” მაუწყებლობას შეფერხებით განაგრძობს

14 აგვისტო, 2019 • 1507
ტვ “პირველი” მაუწყებლობას შეფერხებით განაგრძობს

მთავარ სერვერზე 13 აგვისტოს განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ ტელეკომპანია “პირველი” მუშაობას კვლავ შეფერხებით განაგრძობს. როგორც “ნეტგაზეთს” “პირველის” კომერციულმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ უთხრა, მსგავსი რეჟიმით ტელეკომპანიას მუშაობა მინიმუმ კიდევ ორი დღით მოუწევს:

“IT ჯგუფის და ექსერტებისგან მინიმუმ 2 დღე პასუხი არ გვექნება, რადგან დიდი მოცულობის მასალაზეა საუბარი და ამის კოპირებას და დიაგნოსტიკას დრო სჭირდება. მოლოდინის რეჟიმი გვაქვს. დიაგნოსტიკა უნდა ჩაუტარდეს რა დაზიანდა, რა მოცულობის მასალა არის დაზიანებული, შესაძლებელი იქნება თუ არა აღდგენა და რისი აღდგენა იქნება შესაძლებელი” – უთხრა აბურჯანიძემ “ნეტგაზეთს”.

გუინდელი დილიდან ტვ “პირველი” შეფერხებით მუშაობს, რისი მიზეზიც, როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, სავარაუდოდ, ე.წ. კრიპტოვირუსია.

არხის ფეისბუკ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ სერვერზე კიბერთავდასხმის გამო საინფორმაციო ეთერში ვერ გავიდა. 2-საათიან საინფორმაციო გადაცემაში კი წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ მაყურებლებს განუმარტა, რომ არხს კიბერთავდასხმის გამო მუშაობა მხოლოდ პირდაპირ ეთერში შეუძლია.

ტვ “პირველის” მაუწყებლობა, სავარაუდოდ, კრიპტოვირუსის გამო შეფერხდა – რას ნიშნავს ეს

მასალების გადაბეჭდვის წესი