ახალი ამბები

ტვ “პირველის” მაუწყებლობა, სავარაუდოდ, კრიპტოვირუსის გამო შეფერხდა – რას ნიშნავს ეს

13 აგვისტო, 2019 • 2009
ტვ “პირველის” მაუწყებლობა, სავარაუდოდ, კრიპტოვირუსის გამო შეფერხდა – რას ნიშნავს ეს

დღეს დილიდან “ტვ პირველი“ შეფერხებით მუშაობს, რისი მიზეზიც, როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, სავარაუდოდ, ე.წ. კრიპტოვირუსია.

დილით, არხის ფეისბუკ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ სერვერზე კიბერთავდასხმის გამო საინფორმაციო ეთერში ვერ გავიდა. 2-საათიან საინფორმაციო გადაცემაში კი დიანა ტრაპაიძემ მაყურებლებს განუმარტა, რომ არხს კიბერთავდასხმის შედეგად მუშაობა მხოლოდ პირდაპირ ეთერში შეუძლია.

“ტვ პირველის“ სერვერი გათიშულია. ეს ტექნიკური ბაზაა, რომელითაც არხი მაუწყებლობს. პირველადი მონაცემით, სერვერზე გამთენიისას კრიპტოვირუსი დაფიქსირდა. დაშიფრულია სერვერი, არხი პარალიზებულია. მაუწყებლობა მხოლოდ შესაძლებელია ლაივ რეჟიმში.

“ტვ პირველი“ ცდილობს სარეზერვო რესურსებზე გადასვლას. ტელევიზიაში კი უკვე იმყოფებოდა საგამოძიებო ჯგუფი, მათ ამოიღეს სერვერი. მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენთვნის ერთადერთი შანსი არის ლაივ რეჟიმში მაუწყებლობა, იმისთვის რომ ხმა მივაწვდიონოთ მაყურებელს. ჩვენ ვერ ვაჩვენებთ მათ ჩაწერილ კომენტარს, ვიდეოს, დამუშავებულ მასალას. მხოლდოამხოლოდ შეგვიძლია გაჩვენოთ, თუ რა ხდება რეალურ დროში,“ – ამბობს დიანა ტრაპაიძე.

ჟურნალისტი ყვება, რომ ტელეკომპანიას ჰაკერები თავს, სავარაუდოდო, ახალი თაობის ვირუსით, ე.წ. კრიპტოვირუსით დაესხნენ, რამაც დილიდან სერვერი დაშიფრა.

“დაახლოებით, რომ ავუხსნა მაყურებელს, სერვერი ეს არის არხის ტექნიკური ტვინი, რომლითაც ხდება მაუწყებლობა. ეს არის ახალი თაობის ვირუსი, რომელიც სერვერში მოხვდრის შემთხვევაში შლის ყველა ინფორმაციას – ფაილს, პროგრამას, ამის შემდეგ კი წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, თითქოს ხდება, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ჰაკერების საშუალებით და ეს, მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი მახეა დღევანდელ სამყაროში. ჩვენ ველოდებით საგამოძიებო უწყების პასუხი როგროი იქნება,“ – განმარტავს ტრაპაიძე.

“ტვ პირველის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ტელეკომპანია საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა დატოვეს.

როგორც ტელეკომპანიის კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე აცხადებს, სამართალდამცავებმა მათგან მოითხოვეს დეტალური ინფორმაცია სერვერის შესახებ, რათა გამოძიება აწარმოონ.

ტვ “პირველის” ინფორმაციით, გამომძიებლებმა სერვერი დაათვალიერეს ადგილზე, ხოლო ის დიაგნოსტიკაზე წაიღო იმ აიტი ჯგუფმა, რომელიც ტელეარხის კომპიუტერულ მომსახურებას უზრუნველყოს. სწორედ დიაგნოსტიკის შემდეგ გაირკვევა დაზიანების მასშტაბები.

მასალების გადაბეჭდვის წესი