ახალი ამბები

უეფამ საჩივარი არ დააკმაყოფილა – “დინამო” “ფეიენოორდთან” გულშემატკივრის გარეშე ითამაშებს

13 აგვისტო, 2019 • 1504
უეფამ საჩივარი არ დააკმაყოფილა – “დინამო” “ფეიენოორდთან” გულშემატკივრის გარეშე ითამაშებს

თბილისის “დინამოს” მიმართვის მიუხედავად, უეფა-მ არ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება “დინამო”-“ფეინოორდის” მატჩის გულშემატკივრის გარეშე ჩატარების თაობაზე.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად თბილისის “დინამო” ავრცელებს.

“სამწუხაროდ, უეფა-მ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და როტერდამის “ფეიენოორდთან” მოახლოებული მატჩი დინამო არენაზე გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის”, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როტერდამის “ფეინოორდს” თბილისის “დინამო” 15 აგვისტოს თბილისში უმასპინძლებს. განმეორებითი მატჩი დინამო არენაზე ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უეფამ აზერბაიჯანულ “გაბალასთან” თბილისში გამართულ შეხვედრაზე “დინამოს” გულშემატკივრების მიერ რასისტული ქცევის გამო მიიღო.

ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ქართული კლუბი 50 000 ევროთი დაჯარიმდება.

ამავე თემაზე:

უეფა: დინამო ფეინოორდთან თბილისში ცარიელი ტრიბუნებით ითამაშებს

მასალების გადაბეჭდვის წესი