ახალი ამბები

განათლების მინისტრის მოადგილედ გიორგი ვაშაკიძე დანიშნეს

13 აგვისტო, 2019 • 3059
განათლების მინისტრის მოადგილედ გიორგი ვაშაკიძე დანიშნეს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის 2019 წლის 9 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა.

2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 37 გიორგი ვაშაკიძის ყოველთვიური ხელფასი წინა წელს 8 816 ლარი იყო. ის აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტში იურიდიული განათლების პროგრამის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

2018 წელს გიორგი ვაშაკიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, როგორც განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

მინისტრის მოადგილე ცხოვრობს თბილისში.

განათლების სამინისტროს ცნობით, გიორგი ვაშაკიძეს აქვს ათწლიანი სამუშაო გამოცდილება. მიღებული აქვს სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის წოდება ჰამბურგის უნივერსიტეტში.

საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს უკვე ოთხი მოადგილე ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი