ახალი ამბებირეკლამა

ალდაგი ფერმერებს პირუტყვის დაზღვევას სთავაზობს

13 აგვისტო, 2019 • 901
ალდაგი ფერმერებს პირუტყვის დაზღვევას სთავაზობს

ფერმერებს სადაზღვევო კომპანია ალდაგში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევა შეუძლიათ. პირუტყვის დაზღვევა კარგი შესაძლებლობაა მათთვისაც, ვისაც მსხვილი მეურნეობა აქვს და მათთვისაც, ვისაც რამდენიმე სული მსხვილფეხა რქოსანი პირუქტყვი ჰყავს. ფერმერები დაზღვევის შემთხვევაში თავისუფლდებიან იმ რისკისგან, რომ მათი პირტყვი მოულოდნელად განადგურდება და მეურნეობის აღდგენას დამატებითი თანხები დასჭირდება.

ალდაგში პირუტყვის დაზღვევა არაერთ რისკს ითვალისწინებს: მათ შორისაა გარეული მხეცებისაგან მიყენებული ზიანი, ტრავმული პერიკარდიტი, ტიმპანია, ტრანსპორტის დაჯახება, მშობიარობის შედეგად სიკვდილი, ჭრილობები, სხვა პირუტყვის ზემოქმედებით მიყენებული ტრამვული დაზიანებები, ქურდობა და ა.შ. 

ეს ის გავრცელებული საფრთხეებია, რომელიც სოფლად ხშირია და ფერმერს სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს. ასეთ დროს ფერმერი გარკვეულ თანხას საჭიროებს, რომ მეურნეობა აღადგინოს და შემოსავლის წყარო არ დაკარგოს. სწორედ ასეთ ხარჯებს ანაზღაურებს ალდაგის პირუტყვის დაზღვევა.  

ალდაგის პირუტყვის დაზღვევის პოლისი საქონლის დაზღვევას 8 თვის ასაკიდან – 8 წლის ჩათვლით ითვალისწინებს. ზარალი, რომელიც ფერმერს მისი კუთვნილი პირუტყვის სიკვდილისას მიადგება, სადაზღვევო პოლისის პირობების მიხედვით ანაზღაურდება. 

ფერმერს შეუძლია შეიძინოს ორი პოლისიდან ერთ-ერთი: 

[checklist]

  • წელიწადში 40 ლარად – 400 ლარიანი ანაზღაურების ლიმიტით
  • წელიწადში 60 ლარად -500 ლარიანი ანაზღაურების ლიმიტით

[/checklist]

გარდა ამ სტანდარტული პაკეტებისა, შესაძლებელია ინდივიდუალური სადაზღვევო პაკეტის შემუშავებაც, რომელიც კონკრეტულად ფერმერის ინდივიდუალურ საჭიროებას შეესაბამება. პოლისის შეძენა საქართველოს მასშტაბით კრედოს ყველა ფილიალშია შესაძლებელი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი