ახალი ამბები

მინდია ჯანელიძე: უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე

14 თებერვალი, 2015 • • 1126
მინდია ჯანელიძე: უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე

ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანლიძემ  “მაესტროს ცხრიანში” გააკეთა. 

 

თავდაცვის მინისტრმა ასევე ისეუბრა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.  ჯანელიძის განცხადებით, “დაინტერესებულ პირს ადვილად შეუძლია შევიდეს ნატოს ვებ-საიტზე, წაიკითხოს გენერალური მდივნის განცხადება, წაიკითხოს მისი მოადგილის – ბატონ ვერშბოუს, ჯეიმს აპატურაის განცხადებები, წაიკითხოს ერთობლივი განცხადება და გამოიტანოს დასკვნა, ჭიანურდება თუ არა პროცესი”.

 

მინდია ჯანელიძემ “მაესტროს ცხრიანში” ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობასა და მხარდაჭერაზე ისაუბრა.

“ბრიუსელში საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. თვითონ უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც მანამდე სკეპტიკურ ქვეყნებად ითვლებოდნენ. გაიმართა ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა. ამ შეხვედრებზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ როგორც ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი, ასევე გენერალური მდივნის, მისი მოადგილის, სპეციალური წარმომადგენლის განცხადებებით, სადაც ცალსახად არის დაფიქსირებული ის პროგრესი, რაც საქართველომ ნატოსთან დაახლოების, ასევე არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში განიცადა. ამიტომ, მე ამ კომისიის სხდომასა და მის თანმდევ პროცესებს შევაფასებდი, როგორც სერიოზული მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს მიმართ და სერიოზულ წინ გადადგმულ ნაბიჯს. ჩვენ არც ერთ საათს, არც ერთ დღეს არ ვატარებთ უქმად და ყოველდღიურად წინ მივიწევთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. ზოგადად, ნატოს მიერ ეს აქტივობა აღინიშნება, როგორც უპრეცედენტო”, – განაცხადა ჯანელიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი