ახალი ამბები

სალიას ბრალდებები სიცრუეა და პროკურატურასთან არის შეთანხმებული – გვარამია

12 აგვისტო, 2019 • 896
სალიას ბრალდებები სიცრუეა და პროკურატურასთან არის შეთანხმებული – გვარამია

ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ბრალდებებს პასუხობს. ამ ბრიფინგზე სალიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ტელეკომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, რისი მიზეზიც გვარამიას დირექტორობისდროინდელი მიზანმიმართული მოქმედებები იყო.

ნიკა გვარამიას თქმით, სალია რომ “რუსთავი 2-ის  ბოლო დირექტორია, ეს არის სამარცხვინო კატასტროფა, რომელიც სამწუხაროდ, მოგვიწყო სტრასბურგის ადამიანის უფლებასა სასამართლომ“. მისი განმარტებით, სალიას ბრალებები ტყუილია და პროკურატურასთან წინასწარ არის შეთანხმებული.

“რატომ აღძრეს ჩემ წინააღმდეგ საქმე 3 კვირის განმავლობაში – იმიტომ, რომ წინსწრებად უნდა ყოფილიყო ეს ბოდვა, რაც ამ კაცისგან გავიგონეთ და პროკურატურისგან, რომ კომპანია ვერ ფუნქციონირებს და ის უნდა გაიყიდოს.

პროკურატურას პაატა სალიამ უკვე მიმართა ყველანაირი განცხადებით. პაატა საალიამ ვისაც გინდათ იმას მიმართოს. შემდგარი ისტორული ფაქტია, რომ პაატა სალია არის რუსთავი 2-ის დირექტორი, რომლის ხელშიც ეს კომპანია გაიყიდება და გახდება კორპუსების სამშენებლო პოლიგონი. წერტილი,“ – ამბობს ნიკა გვარამია.

რაც შეეხება დავებს, მისი თქმით, ის, რასაც პაატა სალია ამბობს, ემთხვევა პროკურატურის გეგმებსა და წარმოაჩენს, თუ რას იძიებს სინამდვილეში პროკურატურა.

“მას ჰგონია, რომ 2015 წელს ჩვენ ფულს ვლექავდით სხვაგან იმიტომ, რომ გვეგონა, შემოდიოდა ქიბარ ხალვაში და ამიტომ გვედავება. ჯერ ერთი ის დალექილი თუ იყო სადმე, უკან დაბრუნდა კომპანიაში და მეორე – 32 მლნ იყო რუსთავი 2-ის შემოსავალი მე რომ მედავებიან იმ საქმეში. იმ წელს ძალიან მცირე სხვაობით რეიტინგში, მეორე კომპანია და მთავარი კონკურენტი ტელეკომპანია “იმედი“ დარჩა 24-მლნიანი მოგებით. ანუ 32-ით 24 რომ მოვუგეთ მთავარ კონკურენტს ეს არის ცუდი დირექტორობა და ერთ თვეში რომ დახურავ ტელეკომპანიას მოსვლიდან – ეს არის კარგი?

რაც შეეხება დავალიანებებს, ესეც ტყუილია – 70 მლნ-დან, დაახლოებით 30 დამხვდა მე. ეს არის ე.წ. დაკიდებული ვალები, “- განმარტავს ნიკა გვარამია და ამატებს, რომ ამ “დაკიდებული ვალდების” უმრავლესობა ან მკვდარი სესხებია ან პარტიორთა მიერ ტელეკომპანიაში ჩარიცხული ფული, რომლებიც თავის დროზე ვალებად გაფორმდა.

გვარამია აცხადებს, რომ მას ზემოთხსენებული სიტუაცია დახვდა კომპანიაში მისვლისას.

“მეტი საქმე არ მქონდა, მომაკვდავ კომპანიაში დაკიდებული ვალებისთვის მეყურებინა“. სხვათა შორის ერთი მილიონი არის კომპანია “ჩისტო-სი“, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ჩასხმული 2004 წელს, აგერ გეუბნებით პირდაპირ, მაგრამ ის ვადაგასული ვალია და ის მას ვერ დაიბრუნებს, თუ, რა თქმა უნდა, პაატა სალიამ არ დაუბრუნა. ამ დაკიდებული ვალების ზემოთ არის 25 მლნ საგადასახადო დავალიანება. დიახ, ყადაღით მიყენებული ზიანია ესეც,“ – დასძენს გვარამია.

ის განმარტავს, რომ 2015 წლის ყადაღის შემდეგ, კომპანია ვერ მიდიოდა ბანკში და ვერ ახორციელებდა საბანკო ოპერაციებს, ვერ იღებდა სესხებს და ა.შ. :

“ამ შემთხვევაში, ფულის გადახდა რომ ვერ ხდება ბიუჯეტისთვის და გადასახადი ყოვნდება და ის აგროვებს ჯარიმებს და საურავებს, ეს რითი გამოწვეული ვალია? ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ წინასწარ გვჭირდება დიდი ფულის მასა იმიტომ, რომ დავარიგოთ ხელფასი, წინსწარ ჩარიცხვით რომ ყიდულობს კომპანია რეკლამას, ფასდაკლება რამდენი კეთდება? ეს არ არის ყადაღით გამოწვეული ზარალი?

ყადაღით გამოწვეული არ არის ის, ფასდაკლებების სისტემა რომ უზარმაზარი გახდა იმის გამო, რომ ქეშფლო დაერეგულირებინა? საერთოდ წარმოდგენა აქვს კომპანიის შემოსავლებზე, ბაზრის დინამიკაზე.. საერთოდ იცის რა არის სარეკლამო ბაზარი? კომპანიას იცნობს საერთოდ, თუნდაც დამლაგებლის დონეზე? რომელიმე კაბინეტში საერთოდ ყოფილა, გარდა იმისა, სადაც პროკურორები დასვა,“ – მიმართავს გვარამია სალიას.

მისივე თქმით, მაშინ “როდესაც ნორმალური სასამართლო იქნება“ ის ყველაფერს წაართმევს ხალვაშს, მოყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

“7 წელი ამ ქვეყნის მთავარ ტელეკომოპანიას ვამუშავებდი, რომელიც გაჩერებული დამხვდა და რომელსაც ყველა ებრძოდა ამ ქვეყანაში, გინდა ფინანსურად, გინდა სხვანაირად” – ამბობს გვარამია და დასძენს, რომ რუსთავი 2-ის რეალური ვალი 5 მილიონი ვალია. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ტელეარხის ამჟამინდელი მფლობელისგან კონტრაქტის დარღვევისთვის განკუთვნილ კომპენსაციას – 5 მილიონს მოითხოვს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში და არა – “ურთმელიძის სასამართლოში”.

“მე ჩემი მუშაობით ვაკმაყოფილებდი იმ მფლობელებს, რომელიც იყვნენ მაშინ და არანაირი ვალდებულებ არ მქონია თეორიულადაც კი ხალვაშთან და სალიასთან. ვისთანაც მქონდა ვალდებულება, ისნი კმაყოლფილები იყვნენ. არც გირაოს გადავიხდი და არც თქვენი სასჯელის მეშინია. ეს ყველაფერი დამთავრდება ერთ სწელში”, – ამბობს გვარამია.

ის რუსთავი 2-ის ამჟამინდელ დირექტორ პაატა სალიას დაემუქრა და თქვა, რომ “კბილებს დააყრევინებს”, ასევე მისივე თქმით, როდესაც “ქართული ოცნება” არ იქნება ხელისუფლებაში, “რუსთავი 2-ის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციისთვის” დაიწყება ქიბარ ხალვაშის სამართლებრივი დევნა.

პაატა სალიამ დღეს რუსთავი 2-ში ბრიფინგი გამართა და ნიკა გვარამიას დირექტორობისას გადადმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რამაც, მისივე განმარტებით, ტელეკომპანია გაკოტრების პირას მიიყვანა.

ნახეთ სრულად:

ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2-ს” ყიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი