სამაუწყებლო კომპაია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი პაატა სალია ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებაზე საუბრისას ამბობს, რომ ტელეკომპანიის გაყიდვა იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რათა მისი გაკოტრების თავიდან აცილება მოხდეს.
მისი განცხადებით, კონკურსი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება და საზოგადოებას ექნება როგორც ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არიან ტელეკომპანიის პოტენციური მყიდველები, ასევე გაიგონ რაში გამოიხატება მათი ინტერესი.
სალიას თქმით, ტელეკომპანიას ძალიან დიდი ოდენობით ვალები აქვს და კრედიტორები დავალიანების 1 კვირის ვადაში გადახდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში დავის დაწყებას გეგმავენ:
“არის ძალიან დიდი ოდენობის ვალები, რომელთა გადახდის ვადა მოსულია და არ წყდება სატელეფონო ზარები, წერილები, რომ კრედიტორები ითხოვენ დავალიანების გადახდას და თუ 1 კვირაში არ იქნება გადახდილი ისინი მიმართავენ სასამართლოს. ეს არის ძალიან რთული ახალი მენეჯმენტისთვის და ჩვენ ვცდილობთ დავარეგულიროთ ეს უერთიღთობები. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია უნდა იყოს გაკოტრების პორცესში, ჩვენ ამ ნაბიჯს არ ვდგამთ და არც არასდროს გვიფიქრია. დარწმუნებულნი ვართ, ეს არ მოხდება და “რუსთავი 2″ არ გაკოტრდება. სწორედ ამისთვის და ამ მიზეზით, რომ ეს არ მოხდეს მიღებულ იქნა ხალვაშის მიერ ეს გადაწყვეტილება” – ამბობს სალია.
რუსთავი 2 ის ახალი გენდირექტორი კომპანიის ფინანსურ მდგომაროებაში მის წინამორბედს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნიკა გვარამიას მმართველობის დროს, განზრახ ხდებოდა ტელეკომპანიის ფინანსური მდგომარეობსი გაუარესება:
“მაგალითისთვის, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე 6 დღით ადრე 200 000 ლარში არის გაქვითული მთელი საარქივო მასალა. საუბარია კურიერის არქივზე 1994 წლიდნ მოყოლებული და ამ მასალის გამოყენების და გასხვისების უფლება აქვს სხვა კომპანიას. მინიმალურ ფასში ხდება გაქვითვა უნიკალური საარქივო მასალის. აქ საყურადღებოა, საუბარია ინტერმედიაზე, რომლის ერთ-ერთი მეწილე მოაზრება ახალი ტელევიზიის დირექტორად” – ამბობს სალია.
მისი თქმით, მსგავს ეჭვებს კიდევ ბევრი ხელშეკრულება უჩენს არხის ახალ მფლობელს. სალია ამბობს, რომ იგეგმება აუდიტორუი კომპანიის ტელევიზიაში მოწვევა, რის შემდეგაც, ხალვაში გეგმავს სასამართლოს მიმართოს კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.