ახალი ამბები

მაშველებმა უშბიდან დაშავებული ტურისტები ჩამოიყვანეს

12 აგვისტო, 2019 •
მაშველებმა უშბიდან დაშავებული ტურისტები ჩამოიყვანეს

უშბიდან დაშავებული ტურისტების ჩამოყვანისთვის სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა მყინვარიდან ორივე პირი ჩამოიყვანეს.

რგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, დაშავებულები უკრაინის მოქალაქეები არიან და ისინი მყინვარიდნა დაშვებისას ფერდობზე დაგორდნენ და მაშველების დახმარება ესაჭიროებოდათ.

რთული რელიეფის გამო, დახმარების სწრაფად აღმოჩენის მიზნით, ადგილზე დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მაშველებმა დაშავებული ტურისტები მესტიაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ექიმების განმარტებით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი