აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამაში ჩართული სამშენებლო სამუშაოების სწრაფად დასრულების საკითხთან დაკავშირებით, რაულ ხაჯიმბამ სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრის დროს, აფზახეთის ლიდერმა ყველა კონტრაქტორს სამშენებლო სამუშაოების ვადებში შესრულება და მშენებარე ობიექტების თვის ბოლოსთვის დასრულება მოთხოვა.
“ყველა ამ ობიექტს პირად კონტროლზე ავიყვან”, – განაცხადა ხაჯიმბამ.
მან ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს დაავალა ასევე, ყოველდღიურად ჩააბარონ ანგარიში მშენებლობების შესახებ, წერს აპსნიპრესი.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |