ახალი ამბები

ათენში ხანძრის შედეგად სახლები დაზიანდა

12 აგვისტო, 2019 • 1307
ათენში ხანძრის შედეგად სახლები დაზიანდა

ათენში მომხდარი ხანძრის შედეგად ცეცხლმა საცხვრებელი სახლები დააზიანა, თუმცა მას ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც Washington Post წერს, ცეცხლი წუხელ ღამით, ათენის აღმოსავლეთ ნაწილში მთას მოედო. გამოცემის თანახმად, ადგილზე 14 მეხანძრე და 46 სახანძრო მანქან იყო მობილიზებული, დილისკენ კი ცეცხლთან ბრძოლაში 8 ვერტმფრენი ჩაერთო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი.ცეცხლი დასახლებულ პუნქტში გაჩნდა და მართალია, მოსახლეობის უმეტესობამ ევაკუაცია მოასწრო, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აკონკრეტებს, თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა თავისი სახლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი