ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მეთიუ ბრაიზა: ამ ეტაპზე რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ხასიათზე არ არის

13 თებერვალი, 2015 •
მეთიუ ბრაიზა: ამ ეტაპზე რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ხასიათზე არ არის

ბრაიზას თქმით, სომხეთს არასწორად მიაჩნია, რომ დრო ამ კონფლიქტში მის მხარესაა.

 

დიპლომატს მიაჩნია, რომ თითოეული გასული დღე სომხეთის ეკონომიკაზე საზიანოდ მოქმედებს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისთვის თითოეული გასული დღე არის მორიგი დღე ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, აცხადებს ბრაიზა.

 

რუსეთის როლზე ყარაბაღთან მიმართებაში ბრაიზა ამბობს, რომ უკრაინის კრიზისის გამო, ამ ეტაპზე, რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების “ხასიათზე არ არის”.

 

მისი აზრით, რუსეთს დიდი გავლენა აქვს სომხეთზე. კერძოდ, სომხეთში მდებარეობს რუსეთის სამხედრო ბაზა, რუსი ინვესტორები კი ქვეყანაში ყველაზე დიდ ინფრასტრუქტურას აკონტროლებენ.

 

ბრაიზა აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია კონფილქტების მოგვარებასთან დაკავშირებით არ სრულდება იმიტომ, რომ გაეროს არ გააჩნია მისი განხორციელების მექანიზმები. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული შუამავლები არ ფიქრობენ სტრატეგიულად და არ  არიან საკმარისად კრეატიულები.

 

”არავის შეუძლია იყოს შუამავალი, თუ არაა მზად ინტელექტუალური სამუშაოსთვის და არ აქვს მოთმინების უნარი, რათა გამოინახოს საერთო ენა”, – განაცხადა ბრაიზამ.


მეთიუ ბრაიზა;  ფოტო: trend.az
მეთიუ ბრაიზა; ფოტო: trend.az



 მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი