ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საგანელიძესთან დაპირისპირების საკითხზე მსჯელობენ

13 თებერვალი, 2015 • • 1146
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საგანელიძესთან დაპირისპირების საკითხზე მსჯელობენ

სხდომა დახურულია და ის 3 საათზე დაიწყო.

 

“არის მცირედი გაუგებრობა, რომელსაც ძალიან მალე გავხდით გასაგებრობას”- ამბობს დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე.

 

“ჯერ ეს არ არის საჯაროდ გასარჩევი საკითხი. ჩვენ გვაქვს შეკრება და შეკრებაზე ვისაუბრებთ. ფაქტი დამდგარია და ამ ფაქტს ადასტურებს პარლამენტის 20 წევრი და მეტიც. პრობლემის სათავე და წყარო არან ის ადამიანები, რომლებიც ადრე შეუთანხმებლად და არაკოორიდინირებულად იქცევიან და ლოგიკურად დადგება ის საკითხი, რაც უნდა დადგეს. არავის არავისი თანამდებობა არ სწადია. მშიშარა დეპუტატი და შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები განხილვების გარეშე ჩამოყალიბებული პოზიცია დემოკრატია არ არის” – ასე უპასუხა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის პასუხსიმგებლობის დაყენებას დღევანდელ სხდომაზე.

ქუცნაშვილსა და საგანელიძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუცნაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯომარის პოსტზე, რომელიც თვის ბოლოს ვაკანტური გახდება საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.

 

სანამ ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილს გამოთქვამდა პრეზიდენტმა, რომელმაც ამ თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა შესთავაზოს ჩამოაყალიბა 4 კრიტერუმი, რომელიც, მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილებს.

 

ერთერთის მიხედვით უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე პოლიტიკური ზეგავლენისაგან თავისუფალი უნდა იყოს. ქუცნაშვილი კი “ქართული ოცნების” წევრია.

 

ზემოხსნებულ კრიტერუმებზე უმრავლესობის სახელით პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს საგანელიძე აწარმოებდა ქუცნაშვილმა კი განაცხადა, რომ საგანელიძემ კრიტერიუმზე პრეზიდენტს ისე შეუთანხმდა, რომ უმრავლესობის წევრი დეპუტატები საქმის კურსში არ ჩაუყენებია. ქუცნაშვილს დაეთანხმა უმრავლესობის 20-მდე წევრი, რომლებაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ამ კრიტერიუმის შესახებ საქმის კურსში არც ისინი ყოფილან.

 

დავით საგანელიძემ განმარტა, რომ იგი ვალდებული არ იყო თითოეულ დეპუტატთან განეხილა, თუ რის შესახებ აწარმოებდა პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს, რადგან მანამდე ამ კრიტერუმებზე პარტიის პოლიტსაბჭოზე იმსჯელა და ამ გადაწყვეტილებების შესახებ დეპუტატებამდე ინფორმაცია ფრაქციების თავმჯდომარეებს უნდა მიეწოდებინათ.

 

იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომლის წევრი ზაქარია ქუცნაშვილია, დეპუტატი გიორგი ვოლსკია. გიორგი ვოლსკის დღეს განმარტება არ გაუკეთებია.

ზაქარია ქუცნაშვილი ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომაზე. 13.02.2015
ზაქარია ქუცნაშვილი ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომაზე. 13.02.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი