ახალი ამბები

პოლიციამ  ოჯახში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

10 აგვისტო, 2019 • 718
პოლიციამ  ოჯახში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი  დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ჯახში ძალადობისა და დიდი  ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ს. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

როგორც უწყება აცხადებს, ბრალდებული მეუღლეს – 1980 წელს დაბადებულ ლ.წ.-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

სამართალდამცველებმა გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 5 აბი.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი