ახალი ამბები

არ მგონია, გვარამია შეთქმულების მსხვერპლი იყოს – ცქიტიშვილი

9 აგვისტო, 2019 • 1690
არ მგონია, გვარამია შეთქმულების მსხვერპლი იყოს – ცქიტიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ნიკა გვარამიასათვის პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენას ეხმაურება. მედიასთან საუბრისას დეპუტატი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, განსაკუთრებული არაფერი ხდება და ნიკა გვარამიას “შეთქმულების” მსხვერპლად არ მიიჩნევს.

“არ მინდა სპეკულაციებში შევიდე და არც ის მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება. თუ ადამიანს აქვს დანაშაული, შეიძლება ამაზე პასუხი აგებინოს. პროკურატურა თუ არასწორად იძიებს საქმეს ან არასწორი დასკვნა დადო, ამას სასამართლო დაადგენს. ამიტომ, მე არ მგონია, რომ განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს ნიკა გვარამია რაღაც შეთქმულების. მე არ მგონია, რომ კონსპირაციასთან გვქონდეს საქმე, მიზანმიმართულ ვიღაცის მიმართ დევნასთან. ეს არის ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესი. თუ გამოვლინდა დანაშაული, არავინ არ არის დანაშაულის შემთხვევაში დაცული, მათ შორის არც მე. არის თუ არა დამნაშავე, ამას სასამართლო დაადგენს. მანამდე არის ეჭვმიტანილი”, – ამბობს ცქიტიშვილი.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

მასალების გადაბეჭდვის წესი