ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მოსახლეობას ავუხსნათ ის ტენდენციები, რაც გამოიკვეთება უახლოეს მომავალში

12 თებერვალი, 2015 •
ღარიბაშვილი: მოსახლეობას ავუხსნათ ის ტენდენციები, რაც გამოიკვეთება უახლოეს მომავალში

“თუმცა, ჩვენ რეალობა არ უნდა დავივიწყოთ. ის, რაც ხდება მსოფლიოში და რეგიონში ეს აისახება ჩვენს ეკონომიკურ ვითარებაზე. ჩვენც შესაბამისად უნდა დავგეგმოთ ჩვენი მიმდინარე წელი. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა რომ კომუნიკაცია გვქონდეს ხალხთან. მოსახლეობას ავუხსნათ ის ტენდენციები, რაც გამოიკვეთება უახლოეს მომავალში და წინსწრებით ჰქონდეს მოსახლეობას ინფორმაცია”, – ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მიერ წარდგენილ ანგარიშს.

 

ნოდარ ხადურმა და გიორგი კვირიკაშვილმა ღარიბაშვილს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებთან დაკავშირებით, კერძოდ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

 

საქართველოს მთავრობა მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის, ექსპორტისა და სამშენებლო სექტორის წახალისების მიზნით აქტიურ ღონისძიებებს იწყებს, – განაცხადეს გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდეს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აპრილიდან საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ექსპორტის წამახალისებელი ინსტიტუტი ამოქმედდება, ასევე დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდისა და სამშენებლო სექტორის წახალისების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ეკონომიკური გუნდი კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან, რათა უნისონში იყოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები და ეკონომიკური ზრდის პროცესი იყოს შეუქცევადი.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი