ახალი ამბები

Disney “მარტო სახლშის” განახლებულ ვერსიას გადაიღებს

8 აგვისტო, 2019 • 819
Disney “მარტო სახლშის” განახლებულ ვერსიას გადაიღებს

Disney პოპულარული საშობაო კომედიის, “მარტო სახლშის” ახალ ვერსიას გადაიღებს. ინფორმაციას “The Hollywood Reporter” ავრცელებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ბობ იგერის თქმით, ფილმი ახალი თაობის მაყურებლისთვის თანამედროვე რეალობასთან იქნება შესაბამისობაში. 

როდის იხილავს მაყურებელი კევინ მაკალისტერის ისტორიის განახლებულ ვერსიას, ჯერ უცნობია. “მარტო სახლში” “დისნეის” ახალ პლატფორმაზე, სტრიმინგ-სერვის “Disney+”-ზე გამოჩნდება.

მსოფლიოში ცნობილი ამერიკული საშობაო კომედია “მარტო სახლშის” პირველი ნაწილი 1990 წელს გადაიღეს. ფილმი 8 წლის ბიჭის, კევინ მაკალისტერის ისტორიას გვიყვება, რომელიც მშობლებს საშობაო მოგზაურობაში წასვლისას სახლში მარტო დარჩათ. ფილმის პირველი ნაწილის შემოსავალი 470 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

“მარტო სახლშის” პოპულარობის გამო მალევე გადაიღეს ფილმის სხვა ნაწილები 1992, 1997, 2002 წლებში. უკვე 2012 წელს გამოჩნდა “მარტო სახლშის” მე-5 ნაწილი, რომელშიც პირველად შეიცვალა მთავარი გმირის სახელი და კევინის ნაცვლად მას ფინი ერქვა. ფილმის ამ ნაწილმა წინამორბედების მსგავსი პოპულარობა ვერ მოიპოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი