ახალი ამბები

პარლამენტთან აქციაზე ომში დაღუპულთა სახელები წაიკითხეს და სიმბოლურად 412 ბუშტი გაუშვეს

7 აგვისტო, 2019 • 1030
პარლამენტთან აქციაზე ომში დაღუპულთა სახელები წაიკითხეს და სიმბოლურად 412 ბუშტი გაუშვეს

პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა რაოდენობის აღსანიშნავად სიმბოლურად 412 ბუშტი გაუშვეს ჰაერში.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სწორედ ამდენი ადამიანი ემსხვერპლა 2008 წლის აგვისტოს ომს, რომელთა სახელები და გვარები წაიკითხეს.

აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

აქცია “სირცხვილიას” 49-ე დღე მთლიანად 2008 წლის აგვისტოს ომის თემატიკას მიეძღვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი