ახალი ამბები

პარლამენტთან აგვისტოს ომზე საინფორმაციო გამოფენა მოეწყო [live]

7 აგვისტო, 2019 • 1206
პარლამენტთან აგვისტოს ომზე საინფორმაციო გამოფენა მოეწყო [live]

“ომი აგვისტოში არ არ დაწყებულა და არ დასრულებულა”, – ამ ლოზუნგით დღეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საინფორმაციო გამოფენა მოეწყო.

ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორებმა, რომლებიც მეორე თვეა გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო, augustwar.ge-ზე დაყრდნობით გაამზადეს საინფორმაციო ბანერები აგვისტოს ომის შესახებ.

“ომი აგვისტოთი არ დაწყებულა”, – ამ ტექსტით იწყება საინფორმაციო საგამოფენო სივრცე პარლამენტის წინ, რის შემდეგაც განხილულია 2008 წლის ომთან დაკავშირებული ყოველი დღე 1-ლი აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით. ეს საინფორმაციო-საგამოფენო სივრცე პარლამენტთან მთავრდება ტექსტით: “ომი აგვისტოთი არ დამთავრებულა”.

აქციაზე დღეს გადაცემის ფორმატი არ იქნება. როგორც ანტისაოკუპაციო აქციების საწყის ეტაპზე, დღესაც იგეგმება სიტყვით გამოსვლები, რომლებიც სწორედ აგვისტოს ომს შეეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი