ახალი ამბები

ნობელის ლაურიატი მწერალი ტონი მორისონი გარდაიცვალა

6 აგვისტო, 2019 • 2455
ნობელის ლაურიატი მწერალი ტონი მორისონი გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ნობელის პრემიის ლაურიატი, ამერიკელი მწერალი, ტონი მორისონი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჩვენ ვკვდებით. ეს შეიძლება იყოს ცხოვრების აზრი, მაგრამ ვიყენებთ ენას, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრების საზომი,” – ეს ტონი მორისონის ერთ-ერთი ძველი გამონათქვამია.

ტონი მორისონი 11 რომანის ავტორია. მწერალმა ნობელის პრემია ლიეტატურაში 1993 წელს მოიპოვა. მისი პირველი რომანი, სახელად “ყველაზე ლურჯი თვალი” 1970 წელს გამოაქვეყნა.

მორისონის მიერ 1987 წელს გამოცემული წიგნი, სახელად “შეყვარებული”, რომელიც მონა ქალის შესახებ მოგვითხრობს, 1998 წელს გადაიღეს ფილმად ოპრა ვინფრის მონაწილეობით.

ამერიკელი მწერალი ნიუ-იორკში მდებარე მონტეფიორის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. ნობელის პრემიის გარდა, სხვადასხვა დროს ტონი მორისონს მრავალი ჯილდო და ორდენი აქვს მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი