ახალი ამბები

ვიმედოვნებ, რუსთავი 2-ის შემდეგ არ იქნება ტვ პირველის ჯერი – ძველიშვილი

6 აგვისტო, 2019 • 1840
ვიმედოვნებ, რუსთავი 2-ის შემდეგ არ იქნება ტვ პირველის ჯერი – ძველიშვილი

“ვიმედოვნებ, რუსთავი 2-ის შემდეგ არ იქნება ტვ პირველის ჯერი”, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა ნატა ძველიშვილმა “ტვ პირველის” დირექტორის, ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტის კომენტირებისას.

“მე იმედი მაქვს, რომ ეს გამოკითხვა არ უკავშირდება რაიმე თვალსაზრისით მაინც “ტვ პირველს” და გავლენას არ იქონიებს ტელევიზიის მუშაობაზე ნებისმიერი ფორმით. დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ “რუსთავი 2”-ის შემდეგ არ იქნება “ტვ პირველის” ჯერი და ეს მაუწყებელი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას და არ შეექმნება საფრთხე”, – განაცხადა ძველიშვილმა. მისი თქმით, “რუსთავი 2”-ის საქმემ აჩვენა, რომ როდესაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი, ყველანაირი ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

“ამიტომაც, “ტვ პირველის” შემთხვევაში, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გათვლა და მიზანი აქვს ხელისუფლებას”, – დასძინა მან.

“ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

“TV პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი