ახალი ამბები

გასული კვირის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები ჯანსაღია – ბახტაძე

6 აგვისტო, 2019 •
გასული კვირის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები ჯანსაღია – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები ჯანსაღია, ხოლო ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება, “გადადგას პრინციპული ნაბიჯები“.

“რაც შეეხება ლარის კურსს, გიპასუხებთ: რა თქმა უნდა, ამავე დროს ანალიზი აჩვენებს, გასული კვირის შედეგად ეროვნული ბანკის გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი. შესაბამისად, ასეთ პირობებში ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი იმისთვის, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები.

რა თქმა უნდა, ის არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და მან თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ჩემი პოზიცია, რომ გასული კვირის განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები არის ჯანსაღი, მოლოდინები, მათ შორის, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, იყო გადაჭარბებული, აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს აქვს საშალება გადადგას პრინციპული ნაბიჯები და მას ამისთვის აქვს ყველანაირი მექანიზმი“ ,- ამბობს პრემიერ მინისტრი.

31 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პირველი აგვისტოდან ლარის ოფიციალური კურსი 2.9718 აშშ დოლარი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ლარმა გამყარება დაიწყო და 5 აგვისტოსთვის ერთი აშშ დოლარი 2.8870 ლარი ღირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი არ შენარჩუნებულა.

6 აგვისტოსთვის ლარმა კვლავ დაიწყო გაუფასურება და ერთი ლარი 2.8946 აშშ დოლარი გახდა. 7 აგვისტოს გაცვლითი კურსი ეროვნულმა ბანკმა 17 საათის შემდეგ უნდა გამოაქვეყნოს, თუმცა ამ დროისთვის [15:58] Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 2.9340 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი